რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა
რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა

რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დაწერა.

მისი ცნობით, უკრაინამ შესაბამისი მოთხოვნა საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

„უკრაინამ მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მოთხოვნა საბჭოს“, – წერს დმიტრო კულება.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.