რუსეთის მიერ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად" რეგსტრაციის შესახებ მიღებული კანონს ვაშინგტონში გამოეხმაურნენ
რუსეთის მიერ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად” რეგსტრაციის შესახებ მიღებული კანონს ვაშინგტონში გამოეხმაურნენ.
განცხადება მაუწყებლობის საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლენსინგმა გააკეთა. აღნიშნული საბჭოს წევრები იმ ამერიკულ მედიასაშუალებებს მეთვალყურეობენ, რომლებიც საზღვარგარეთ მაუწყებლობენ.
ლენსინგის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირები მანამდეც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ რუსეთში მიღებულმა ახალმა კანონმა, შესაძლოა გამოიწვიოს ამერიკული მედიაკომპანიების თანამშრომელეთა მუშაობის შეზღუდვა.
„ნებისმიერ მცდელობა რუსეთში მიღებული კანონი საპასუხო ზომად მონათლონ იქნება არასწორი, რადგან რუსულ მედიაკომპანიებს, მათ შორის Russia Today-სა და Sputnik-ს, შეუძლიათ თავისუფლად განაგრძონ საქმიანობა, მათი პროგრამების ტრანსლაცია ხდება საკაბელო ტელევიზიით და FM რადიოსიხშირეზე.
ამასთან, ამერიკული მედიაკომპანიებს, მაგალითისთვის „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ რუსეთში ამ არხებით მაუწყებლობა შეზღუდული აქვთ“, – განაცხადა ლენსინგმა.
მისივე განცხადებით, ამერიკულ მედიაკომპანიებში მომუშავე ჟურნალისტები რუსეთში ათასგვარ დაბრკოლებას აწყდებიან. ერთ-ერთი მათგანი რუსეთში გაასამართლეს, კიდევ ერთი უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებს ჰყავთ დაკავებული, კიდევ რამდენიმე რეპორტიორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიუხედავად ამისა, ლესინიგის თქმით, ამერიკული მედიაკომპანიების თანამშრომლები „კვლავ ერთგულად შეასრულებენ მისიას, რომელიც აშშ-ის კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ისევ მიაწვდიან საერთაშორისო აუდიტორიას ზუსტ, ობიექტურ და სრულ ინფორმაციას“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ კანონს 25 ნოემბერს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა.
მანამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ამერიკულ მედიაკომპანიებს, მათ შორის „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი კანონი სავარაუდოდ მათზე გავრცელდება.
რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციის დაწესება, მას შემდეგ გადაწყვიტა რაც აშშ-ში რუსულ ტელეკომპანია „Russia Today“-ს და “Sputnik”-ს „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაცია დაავალდებულეს.