რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

ასევე, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის დნეპროვსკის რაიონში.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.