რუსეთის მიერ კიევზე დრონებით იერიშის შედეგად ესტონეთის ელჩის, ანელი კოლკას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა
რუსეთის მიერ კიევზე დრონებით იერიშის შედეგად ესტონეთის ელჩის, ანელი კოლკას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

რუსეთის მიერ კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, რომელშიც ესტონეთის ელჩის, ანელი კოლკას საცხოვრებელი სახლი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცაჰკნა წერს, რომ წერს ელჩი არ დაშავებულა.

„ვერავინ იქნება უსაფრთხოდ უკრაინაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს მის აგრესიას. უკრაინას ესაჭიროება მეტი საჰაერო თავდაცვა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ამას არ უნდა შევეჩვიოთ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.