რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანუშევიჩის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქის მისამართით 54-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

„რაშისტები განაგრძობენ ტერორის ტაქტიკის გამოყენებას, მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა იანუშევიჩმა.

ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი, ჩერნობაევკა, ანტონოვკა და სხვა დასახლებები.