რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია სახლები
რუსეთმა ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ასევე დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ტრამვაი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, სავარაუდოდ, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.