რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
დაშავებულია 47 ადამიანი. მსხვერპლთა შორის არის 14 წლის გოგონა.
საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ავიაბომბებით ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვში ხუთ ადგილას განახორციელეს, მათ შორის დაიბომბა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, კორპუსის ზედა სართულებზე, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი, სულ მცირე, ერთი ქალი. არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე.