რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა
რუსეთის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„უკრაინამ მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცრუ რეფერენდუმების გამართვასთან დაკავშირებით. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გაერო-ს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომი მცდელობებისთვის“, – წერს ნიკოლენკო „ტვიტერში“.