რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, კიდევ შვიდი დაშავდა. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან, რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის სამიზნე ცენტრალური სავაჭრო ბაზარი გახდა.
მომხდარის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კონსტანტინოვკაზე საარტილერიო დარტყმა მიიტანა.
„როდესაც მსოფლიოში, სადღაც ჯერ კიდევ აქვთ მცდელობა, საქმე ჰქონდეთ რაიმე რუსულთან, ეს ნიშნავს თვალის დახუჭვას რეალობაზე. ამ ბოროტების სითავხედეზე. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ რუსული ბოროტების დამარცხება“, – წერს ზელენსკი.