რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა

რუსული მხარის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო სამი პირი დაშავდა.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში ავრცლებს ინფორმაციას.

როგორც ლისაკი აღნიშნავს, დაშავებულებს ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები აღენიშნებათ და მათი ნაწილი ადგილობრივ საავამდყოფოშია გადაყვანილი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლის მიმართულებით ათამდე ჭურვი გაისროლეს. დაზიანებულია კერძო სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.