რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა „ფეისბუქზე“ წვდომა შეზღუდა
რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წვდომა შეზღუდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ მიიღო, რომელმაც „ფეისბუქი“ აღიარა ქსელად, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს.
მანამდე „ფეისბუქმა“ რუსულ მედიასაშუალებებს „ზვეზდას“, „რია ნოვოსტის“, „ლენტა. რუს“ და „გაზეტა რუს“ წვდომა შეუზღუდა.