რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მკაცრად უპასუხებს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ადეკვატურად და მკაცრად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, 15 ოქტომბერს მინსკში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის კრება გაიმართება, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა.
გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.