რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მურმანსკისა და აპატიტის აეროპორტების მუშაობა შეზღუდულია
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მურმანსკისა და აპატიტის აეროპორტების მუშაობა შეზღუდულია. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება „ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ იქნა მიღებული.
ცნობისთვის, გასულ ღამეს იგივე აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინულ მხარეს მურმანსკის ოლქზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.