რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბრისთვის დანიშნა
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბრისთვის დანიშნა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება. როგორც რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, ცესკო-მ კონსულტაციები ჩაატარა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან და მათგან მიიღო დადასტურება აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.