რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის პირველი კანდიდატები დაასახელა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის პირველი კანდიდატები დაასახელა. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ” და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშეე ვრემიამ” მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრეი შარიმ დაადასტურა.
საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების „უცხო ქვეყნის აგენტებად” რეგისტრაციის შესახებ კანონი რუსეთის დუმაში მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცეს.
ახალი რეგულაცია არ ამოქმედებულა, თუმცა მედიაკომპანიებში შესაძლო შეზღუდვების გაფრთხილება დღეს უკვე მიიღეს.