რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - გადაწყვეტილების განხორციელების საკითხი სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით გადაწყდება
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - გადაწყვეტილების განხორციელების საკითხი სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით გადაწყდება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელების მექანიზმის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით გადაწყდება.

„გადაწყვეტილების განხორციელების მექანიზმის საკითხი გადაწყდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უზრუნველყოს ფულის სამართლებრივი განაწილება ინდივიდუალური განმცხადებლებისთვის. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამ დრომდე არ არსებობს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო რუსეთის ხელისუფლების არგუმენტები და ქართული მხარე დაავალდებულა, რომ დაზარალებულად ცნობილი ადამიანების ამომწურავი სია წარადგინოს. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უარყოფილ იქნა საქართველოს მოთხოვნები დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებით და სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს, დაზარალებულად 4 634 ადამიანი ყოფილიყო ცნობილი.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.