რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტალიაში ხვდებიან
რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტალიაში ხვდებიან. დიპლომატები სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ. საუბრის მთავარი თემა იდლიბისა და სხვა დეესკალაციის ზონებში არსებული ვითარება იქნება.
მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. ეს შეხვედრა წინ უსწრებს 22 ნოემბერს სოჭში დაგეგმილ ირანის, თურქეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას.
პარალელურად კი ვრცელდება ცნობები, რომ სირიაში სამხედროებმა კიდევ ერთ ქალაქი გაათავისუფლეს ექსტრემისტებისგან. სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, საუბარია ქალაქ ბუ ქამალზე, რომელსაც სირიის არმია აკონტროლებს.