რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები 14 აგვისტოს სოჭში გამართავენ შეხვედრას
რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები 14 აგვისტოს სოჭში გამართავენ შეხვედრას.
ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ჰასან როჰანი რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივ ფორმატშიც გამართავს შეხვედრებს.
რუსეთ-ირან-აზერბაიჯანის სამიტის შემდეგ, ერთობლივი განცხადება იქნება მიღებული.
სამი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა გასული წლის აგვისტოში, „კასპიის ხუთეულის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციას მოეწერა ხელი.