რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გარი კასპაროვი ექსტრემისტების და ტერორისტების სიაში დაამატა
რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი გარი კასპაროვი ექსტრემისტების და ტერორისტების სიაში დაამატა. გარი კასპაროვი რუსეთში უცხოელ აგენტად არის აღიარებული.
რუსული მედია წერს, რომ 2023 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები კასპაროვის და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ (რუსეთის ფედერაციაში არასასურველად აღიარებული) თანადამფუძნებლის, ივან ტიუტრინის ქმედებებში. ივან ტიუტრინიც რუსეთში უცხოელ აგენტად არის აღიარებული.
რუსული მედიის ინფორმაციით, კასპაროვმა და ტიუტრინმა გამართეს აუქციონი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინის მხარეს მონაწილეობდნენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. კასპაროვსა და ტიუტრინს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.