რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უცხოელი ტერორისტების საინფორმაციო ბაზა შექმნა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უცხოელი ტერორისტების საინფორმაციო ბაზა შექმნა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ ბაზით სარგებლობა ნებიმისმიერ მსურველს შეუძლია.
„ეს ტერორისტული დანაშაულის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. ყველას შეუძლია ამ ბაზის გამოყენება და რაც უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთვება ამაში, მით უფრო ადვილი იქნება იმ ტერორისტების გადაადგილების მარშრუტების დადგენა, რომლებსაც დღეს ახლო აღმოსავლეთიდან ცენტრალურ აზიაში და შემდეგ მალაიზიაში გადასვლა შუძლიათ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.