რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავა.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღებისას დააკავეს ესტონეთის კონსული პეტერბურგში, მარტ ლიატე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი საქმიანობა დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან შეუთავსებელია და აშკარად მტრული ხასიათი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ესტონელი დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოხდება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, აარი ლემიკის განცხადებით, კონსულის დაკავება დადგმა და პროვოკაციაა, ხოლო ბრალდებები უსაფუძვლო. მისი თქმით, რუსეთმა კონსტრუქციულობის და ევროკავშირთან ურთიერთობების ნეგატიური ტენდენციების შეცვლის ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია.
ლემიკის განცხადებით, ესტონეთის კონსული საათნახევრით დააკავეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ისნტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ.