რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 27-იდან 30 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 159-მა დეპუტატმა, ერთმა თავი შეიკავა.
მანამდე, 25 ივლისს აღნიშნული ცვლილება რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.
განახლებული კანონმდებლობით, უცვლელი დარჩა სამხედრო სამსახურში გაწვევის ქვედა ასაკობრივი ზვარი – 18 წელი.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ჯარში გაწვევის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 18-იდან 21 წლამდე გაზრდას ითვალისწინებდა. ამგვარი სახით ის პირველი მოსმენით დუმამ ივნისში დაამტკიცა, თუმცა გასულ კვირას საკანონმდებლო ინიციატივაში მოულოდნელად ცვლილება შევიდა და გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარი უცვლელი დარჩა.
ამასთან, პროექტის განხილვისას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტოპოლოვი აცხადებდა, რომ ჯარში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდებოდა. თუმცა, საბოლოოდ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, გარდამავალი პერიოდი არ იქნება და გაწვევის მაქსიმალური ასაკი 30 წლამდე 2024 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.