რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის პრესსამსახურის განცხადებაში. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი 19 მაისს სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.
შეთანხმებიდან გასვლის შესახებ კანონი რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. რუსეთს შეთანხმებას საბოლოოდ დეკემბერში დატოვებს.
მაისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებაში დაბრუნებას აღარ აპირებს.
აშშ-მა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში დატოვა. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.
რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.