რუსეთის ფედერაციის საბჭო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს და უკრაინის განცხადებას პასუხობს
რუსეთის ფედერაციის საბჭო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს და უკრაინის განცხადებას პასუხობს

რუსეთის ფედერაციის საბჭო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს და უკრაინის განცხადებას ეხმაურება. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს მტკიცებით, საქართველოსა და უკრაინის განცხადება პროვოკაციაა.

„ჩვენ არაფერს ვარღვევთ და მზად ვართ, ეს დავამტკიცოთ ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში. ეს პროვოკაციაა. აზოვის ზღვა უკრაინის და რუსეთის ზღვაა, რა შუაშია აქ საქართველო, გაუგებარია.“ განაცხადა ვლადიმირ ჯაბაროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინისა და საქართველოს დელეგაციებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შავ და აზოვის ზღვებში, ასევე ქერჩის სრუტეში, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესახებ განუცხადეს.

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისა და საქართველოს თანასპონსორობით შედგენილ დოკუმენტს მხარს უჭერს.