რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი - უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით დაზარალებული ნედლი ნავთობის მთელი ექსპორტი რუსეთმა მეგობრულ ქვეყნებზე წარმატებით გადაიტანა
უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით დაზარალებული ნედლი ნავთობის მთელი ექსპორტი რუსეთმა მეგობრულ ქვეყნებზე წარმატებით გადაიტანა, – ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა.
შულგინოვის თქმით, რუსეთი მუშაობდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ევროპის ტრადიციული ბაზრებიდან გადასატანად აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
მარტში ინდოეთი იყო რუსეთის ურალის ტიპის ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი, მეორე ადგილზე კი ჩინეთია. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ რუსული ნავთობის გაყიდვები ინდოეთში 22-ჯერ გაიზარდა, მაგრამ გაყიდული მოცულობა არ დაუკონკრეტებია.