რუსეთის ელჩი - ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს
ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ასე უპასუხა ბელარუსში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ბაბიჩმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პოლონეთში ამერიკული ბაზის შესაძლო დისლოცირებას ეხება.
მისი თქმით, პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს. ბაბიჩის განცხადებით, ბელარუსი ამ კუთხით აბსოლუტურად დაცულია და შეუძლია, მშვიდად იყოს.
ელჩის თქმით, რუსეთი და ბელარუსი მოკავშირე ქვეყნები არიან, რომელთაც ერთიანი სამხედრო პოლიტიკა აქვთ.