რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე საჰაერო იერიში განახორციელეს
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე საჰაერო იერიში განახორციელეს

გამთენიისას რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

„მძიმე დილაა დნეპრში. მტერი თავს დაესხა ქალაქს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივები, მათ შორის არიან ბავშვები“, – წერს ლისაკი.