რუსეთის ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსეთის ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი. სარაკეტო დარტყმები ქალაქ კუიანსზე და სოფელ კატერინოვკაზე განხორციელდა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიმოშენკოს ცნობით, სოფელ კატერინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.