რუსეთის ძალებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაზიანებულია ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
რუსეთის ძალებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაზიანებულია ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის მიმართულებით 56 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, მათგან 22-ის ჩამოგდება მოხერხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოგდებულია სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის ოლქებში.

უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიკოლაივის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.