რუსეთის ძალებმა ქალაქ კონსტანტინოვკაზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, დაღუპულია სამი ადამიანი
რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკასთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად დასახლებაში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, აფთიაქი, ექვსი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.