რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია ოთხი ადამიანი
რუსეთის ძალებმა ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
კიპერის ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანებულია პორტის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ხომალდი.
„წინასწარი ინფორმაციით, „ისკანდერ-ემის“ რაკეტის ნამტვრევებმა დააზიანა პორტისპირა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ანტიგუას დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო ხომალდი. დაშავებულია ოთხი სამოქალაქო პირი“, – წერს კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.