რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი
რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი წერს ტელეგრამ-არხში, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.