რუსეთის ძალებმა ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტზე ღამის განმავლობაში დარტყმები განახორციელეს
ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის მერი რუსლან მარცკინკივი აცხადებს. დაახლოებით დილის 04:00 საათზე ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
„კვირა დილა ფრანკოვსკში აფეთქებებით დაიწყო. ეს უკვე მესამე დარტყმაა ფრანკოვსკში. დაარტყეს აეროპორტს“, – წერს ქალაქის მერი.
აღსანიშნავია, რომ ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტზე იერიშის შესახებ ინფორმაცია 24 თებერვალსაც გავრცელდა.
რუსლან მარცინკივის განცხადებით, მტრის მიზანი პანიკისა და შიშის დათესვაა.