რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაშავდა თორმეტი ადამიანი
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსი დაბომბეს. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი.
ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე მართვადი ავიაბომბებით მიიტანეს იერიში.
დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი შენობა, მაღაზიები და ავტომობილები.