რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსმა სამხედროებმა საავიაციო ბომბის გამოყენებით ზაპოროჟიეზე ექვსი დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ უბნებზე და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
„ექვსი დაჭრილი და ერთი დაღუპული. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები“, – წერს ფედოროვი სოციალურ ქსელებში.