რუსეთის დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის ან დეზერტირობის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
რუსეთის დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის ან დეზერტირობის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონპროექტის ავტორები არინ დეპუტატები: ვალერი პისკარევი და ლეონიდ სლუცკი, ასევე სენატორი ანდრეი კლიშასი.
ამ დროისთვის რუსეთში საბრძოლო მოქმედებებში უარის თქმისთვის სასჯელი არ არსებობს. ასევე, რუსი დეპუტატები და სენატორები გამოდიან ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში „მობილიზაციის“, „საომარი მდგომარეობის“, „ომის დროს“, „შეიარაღებული კონფლიქტის“ ცნებები შევიდეს.