რუსეთის დუმაში საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივით გამოვიდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმაში მივა. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციტივით, რომ რუსეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ, რათა ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს უფლება 2024 წელის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ამის შემდეგ დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საჭიროა პუტინთან შეთანხმება. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს ხანში სახელმწიფო დუმაში მივა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმაში დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა სენსაციით დაწყო, ჯერ რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, შემდეგ კი „ედინაია რასიას“ დეპუტატი ალექსანდრ კარელინი ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების გამართვის წინადადებით გამოვიდნენ. ამის მიზეზად მათ ის ფაქტი დაასახელეს, რომ ახალი კონსტიტუციით რუსეთის სახელმწიფო დუმის უფლებამოსილებები იცვლება.
ამას მოჰყვა ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივა, ახალ კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შესახებ ჩანაწერის ამოღების შესახებ.
ამის შემდეგ დუმის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უკვე ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინი მოსკოვის დროით 15:00 საათზე მივა საკანონმდებლო ორგანოში.
შეგახსენებთ, წარსულში პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის ამოღების წინააღმდეგია.