რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი არმიასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ
რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი არმიასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი არმიასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ.

შესაბამის ინიციატივას რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის 395-მა წევრმა დაუჭირა მხარი, სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ფულის, ძვირფასეულობისა და სხვა ქონების ჩამორთმევას რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებისთვის, ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ქონება დანაშაულის ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოიყენება.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.