რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნას.
სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუცია ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ პროექტი „კომუნისტურმა პარტიამ“ 19 იანვარს დააინიცირა.