რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ნეიტრალური სტატუსი, უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება ნამდვილად არის მოლაპარაკებების საკვანძო პუნქტი, რაზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ნეიტრალური სტატუსი, უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება ნამდვილად არის მოლაპარაკებების საკვანძო პუნქტი, რაზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების საკვანძო პუნქტი ნამდვილად არის ნეიტრალური სტატუსი და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის საკითხები.

„ნეიტრალური სტატუსისა და უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანების თემა ნამდვილად არის მოლაპარაკებების საკვანძო პუნქტი, ეს არის ის პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებმა, კიევმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები. შემდეგ იწყება ნიუანსები. ნიუანსები უკავშირდება იმას, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს იღებს უკრაინა, არსებულთან დამატებით, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქმის შემთხვევაში“, – აცხადებს ვლადიმირ მედინსკი რუსულ მედიასთან საუბარში.

რაც შეეხება დემილიტარიზაციას, მედინსკი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაახლოებით „შუა გზაზეა“.