რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებმა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე იმსჯელეს
რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებმა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები ასევე იყო მთიანი ყარაბაღის, უკრაინის, ისრაელ-პალესტნის და სირიის საკითხები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქ კოლეგებთან განხილულ იქნა რეგიონალური კრიზისები, მათი მოგვარების პოლიტიკური ასპექტები საერთაშორისო ნორმებისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე.
რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით შექმნილი ვითარების დაბალანსებული მიდგომის აუცილებლობას, კიევის მილიტარისტული მისწრაფებების და სხვადასხვა ანტირუსულ ინიციატივების მხარდაჭერის დაუშვებლობას.
ორი ქვეყნის დიპლომატებმა მაღალი შეფასება მისცეს რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრის მუშაობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით.
„შევთანხმდით, რომ მუშაობა გაგრძელდება ამიერკავკასიის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.