რუსეთის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით, გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ პუტინი ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის
რუსეთის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით, გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ პუტინი ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის

რუსეთის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით, გერმანიაში უკრაინის ელჩი ალექსეი მაკეევი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, კიევი მზად უნდა იყოს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, როდესაც საუბარია რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეზე.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრისას მაკეევმა აღნიშნა, რომ, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების საფუძველზე, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

ალექსეი მაკეევის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის დამარცხება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „მშვიდობა არ იქნება“, თუმცა რუსეთის ფედერაციას შეუძლია ომის სწრაფად დასრულება უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით.

„მაგრამ რუსეთს ეს არ სურს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა“, – განაცხადა გერმანიაში უკრაინის ელჩმა.