რუსეთის ბიატლონის ნაკრებს დოპინგის გამოყენებაში ოფიციალურად ადანაშაულებენ
რუსული პრესის ინფორმაციით, ბიატლონში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპის წინ, ავსტრიის პოლიცია რუსეთის ნაკრებს საწვრთნელ ბაზაზე ესტუმრა.
საქმე ისაა, რომ ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ანტისადოპინგო წესების დარღვევაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მწვრთნელ ალექსანდრ კასპეროვიჩს, ბიატლონისტებს ევგენი გარანიჩევს, ალექსანდრ ლოგინოვს, ანტონ შიპულინს, ირინა სტარიხსა და ალექსანდრ ვოლკოვს, აგრეთვე გუნდის ექიმებსა და მასაჟისტებს. სპორტსმენებს ბრალად ედებათ დოპინგის გამოყენება 2017 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრიის ქალაქ ჰოხფილცენში.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში დოპინგის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ყველა, ვინც სიაშია მითითებული, ვალდებულია ახსნა-განმარტება მისცეს პოლიციას.
ბიატლონში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი სწორედ ჰოხფილცენში გაიმართება.