რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქის ადმინისტრაციის შენობას დრონი შეეჯახა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ქალაქის ადმინისტრაციის შენობას დრონი შეეჯახა. ბელგოროდის მერიის შენობაში განმარტავენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი შენობის შესასვლელ კარს შეეჯახა.
გლადკოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები, დაზიანებულია ფასადი.