რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ გრაივორონსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა. გუბერნატორის ცნობით, რაიონში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა რაიონი დატოვა.
ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე შევიდა „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“.
მანამდე რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით გადაადგილდებიან ქალაქ ბელგოროდისკენ.
უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.