რუსეთის ასტრახანის ოლქში სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაიწყო
რუსეთის ასტრახანის ოლქში სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაიწყო.
„როიტერის“ ინფორმაციით, წვრთნების მონაწილე ქვეყნების მედროშეებმა დროშა ერთობლივად აღმართეს. სტრატეგიულ წვრთნებში რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ჩინეთი, მიანმარი და პაკისტანი მონაწილეობენ.
სამხედრო წვრთნებში ჩართული ჯარები, რომელთა რაოდენობა 80 000-ს აჭარბებს, სახმელეთო ტაქტიკურ ჯგუფად, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ტაქტიკურ ჯგუფად და სამხედრო-საზღვაო ძალების ტაქტიკურ ჯგუფად დაიყო.
ყველა ჯარი დანიშნულების ადგილზე უკვე შეიკრიბა. „კავკასია 2020“ ოკუპირებულ აფხაზეთშიც მიმდინარეობს, რომელშიც 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.