რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ლვოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლვოვში ადმინისტრაციული შენობა და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები დაბომბეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად მაშველები ნანგრევებს წმენდენ, სადაც შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.
რუსეთის არმიამ ბოლო ერთ კვირაში, ლვოვში კრიტიკული მნიშვნელობის ერთი და იგივე ობიექტი ფრთოსანი რაკეტებით სამჯერ დაბომბა.
პარალელურად, რუსეთმა მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა ოდესისა და ხერსონის რეგიონებზე.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის არმიის სამიზნე გახდა ოდესის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ხერსონის ოლქის აგროინდუსტრიული სიმძლავრეები. რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატები, ბალისტიკური რაკეტები და ტაქტიკური ავიაცია გამოიყენეს.
ოდესის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალების ინტენსიური საბრძოლო მუშაობა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.