რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა
რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა

რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ წინსვლას თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და აღწევენ ტერიტორიულ წარმატებას.

სადამკვირვებლო პროექტ „დიფ სთეითზე“ დაყრდნობით, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის არმიამ დაიპყრო ბოგოიავლენკა და ნოვოუკრაინკა და ასევე წინ წაიწია სელიდოვოსა და იასნაია პოლიანაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, დიმიტრი მარჩენკომ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინის ფრონტი ჩამოიშალა. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამის მთავარ მიზეზად იარაღისა და ხალხის ნაკლებობას ასახელებს.