რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება, აიძულოს მას ჯარის გაგზავნა უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა, რადგან მისი თქმით, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან, ეს მსოფლიო ომია.
„ჩვენ ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.