რუსეთიდან საქართველოში მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.
მათივე ინფორმაციით, ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველი მოქალაქე ჩვეული სასაზღვრო პროცედურის გავლის შემდგომ, დაბრკოლების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს.